2024 წლის 5-10 აგვისტოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მასპინძლობდა ამერიკის შეერთებული შტატების მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას.
თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ეს იყო პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ღვინის წარმოების ტრადიციების გაცნობასა და შესწავლას.
გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის, პროფესორ ვახტანგ ჭარაიასა და ასოცირებული პროფესორის ნინო საჩალელის ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ: ნიკა ვაჩეიშვილის მარანს ატენში; კომპანია „შუმს“ წინანდალში; „შატო ივერის“ ქედაში; „შატო კვირიკეს“ ქობულეთში. სამუშაო შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან.
10 აგვისტოს ქართველმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ვიზიტის შედეგები შეაჯამეს კონფერენციაზე „ღვინის დივერსიფიკაცია და გლობალური ექსპორტი", რომელიც გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში ჩატარდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მიჩიგანსა და ჯიღაურაში წარმოებული ღვინოები, გაიმართა დეგუსტაცია ქართული კომპანია „არიას“ მიერ წარმოებული ყველის თანხლებით, რაც უნიკალური შესაძლებლობა და გამოცდილება იყო ორივე მხარისათვის.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განსაკუთრებული მადლობას უხდის სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრსა და კომპანია „არიას“ გაწეული მხარდაჭერისთვის.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის საინტერესო პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.