საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 5 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე (გარდა კვირისა);
იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულებულება.
მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი (ივსება ადგილზე);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
- სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის;
- CV თანდართული ფორმით;
- რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი.
შენიშვნა:
- მხოლოდ 2023-24 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის, დიპლომის არქონის შემთხვევაში, შეიძლება ცნობის წარმოდეგენა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება.
- კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოკონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია ფსიქოლოგიაში;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია;
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:
სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22
მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004
გაითვალისწინეთ! რეგისტრირებულად ჩაითვლებით მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდის შემდეგ.
უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული ტესტირება/გასაუბრება ყველა პროგრამაზე, შესაბამის სკოლებში ჩატარდება:
გასაუბრება სპეციალობაში - 2024 წლის 18-19 სექტემბერი
ტესტირება უცხო ენაში - 2024 წლის 21 სექტემბერი
ა. სამართლის სკოლა - კანდიდატი უფლებამოსილია გასაუბრება გაიაროს არჩევითი მიმართულებით. საკითხები იხილეთ:
ბ. ბიზნესისა და მართვის სკოლა - საკითხები იხილეთ;
გ. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა - საკითხები იხილეთ;
დ. ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა სკოლა - პროგრამების მიხედვით საკითხები იხილეთ:
- მასობრივი კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - საკითხები იხილეთ;
- კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირება - საკითხები იხილეთ;
ტესტირება უცხო ენაში ტარდება:
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ და გერმანულ ენებში.
მასობრივი კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ და ფრანგულ ენებში.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ ენაში.
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ ენაში.
კლინიკური ფსიქოლოგიისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე - ინგლისურ ენაში.
უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
უცხო ენის ტესტის ნიმუში (ანალოგიურ საკითხებს შეიცავს გერმანული და ფრანგული ენების ტესტი).
გამოცდის შედეგები გამოქვეყნება - 2024 წლის 20 სექტემბერს;
აპლიკანტი უფლებამოსილია გაასაჩივროს გასაუბრების/ტესტირების შედეგები გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის - 2024 წლის 25 სექტემბერიდან 27 სექტემბრის ჩათვლით.
რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ - არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა.
საკონტაქტო პირი:
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge
დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (126)