გარე მობილობა იწყება!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გარე მობილობა იწყება!

გარე მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა პირველ რიგში, მობილობის უფლება უნდა მოიპოვონ განათლების სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე - (https://students.emis.ge/) 21 აგვისტოს 11:00 საათიდან - 9 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.

 

პორტალზე სტუდენტს ეძლევა საშუალება, რომ ნახოს მობილობაში ჩართული უნივერსიტეტები, მათ მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობები და დაალაგოს ისინი პრიორიტეტების მიხედვით.

 

ელექტრონულ პრტალზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ვიდეო-ინსტრუქცია

 

პასუხი მობილობის უფლების მოპოვების შესახებ ცნობილი იქნება 12 სექტემბერს განათლების სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე.

 

სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, უნდა წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტები უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში. (აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა განთავსებული იქნება გრუნის ვებ-გვერდზე)

 

საკონტაქტო პირი: 
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge
დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (107)