აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება, 2024 წლის 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე https://registration.gruni.edu.ge (გააქტიურდება 2 სექტემბერს 11:00 საათზე).

 

აბიტურიენტმა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესში ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • საშუალო სკოლის ატესტატი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ფოტოსურათი (3X4)
  • პირადობის მოწმობა;
  • არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა;
  • არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) პირადობის მოწმობა (ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).
  • სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი)

 

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შეიძლება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

 

სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22

მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“

საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

 

აბიტურიენტები რეგისტრირებულად ჩაითვლებიან პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, სარეგისტრაციო საზღაურის გადახდისა და დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემდეგ.

 

სტუდენტური საცხოვრებლის ბინებში განთავსებაზე რეგისტრაცია

 

საკონტაქტო პირი:

ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge

დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (107)