ტელეკომპანია სფერო ჰოლდინგმა გადაცემაში „ეკონომიკის სფერო“ ბიზნესისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის საკითხებზე სასაუბროდ მიიწვია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი.
განიხილეს სტუდენტთა დასაქმების საკითხები, დასავლური გამოცდილება, ის სიახლეები და შესაძლებლობები, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს ახალგაზრდებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ფორმირების მიზნით და სხვა.