2024 წლის 23-30 ივლისს გრუნის სტუდენტები, პარტნიორი ორგანიზაციის - „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის” - მხარდაჭერით, სომხეთის ქალაქ დილიჟანში იმყოფებოდნენ.
„ახალგაზრდების სოციალური ჩართულობა მდგრად განვითარებაში“ - ასეთი იყო პროგრამის მთავარი გზავნილი. ერთი კვირის განმავლობაში ჟურნალისტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ხატია ნეკაშვილი, თიკო რობაქიძე და ლუკა ონაშვილი, განიხილავდნენ მდგრადი განვითარების მთავარ მიზნებს, მათი განხორციელების აუცილებლობასა და მნიშვნელობას, კერძოდ:
- რატომ და რამდენად შეიცვალა გარემო?
- რა ელის კაცობრიობას ხვალ?
- რატომ და რამდენად შეიცვალა გარემო?
- შეიძლება თუ არა საზოგადოებისა და გარემოს „შერიგება“?
- როგორი სამყარო გვინდა მომავალში?
- როგორ შევცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ?
- როგორ შევაჩეროთ ნეგატიური ცვლილებების განვითარება ბუნებასა და საზოგადოებაში?
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ამ საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რადგან განათლებას უმთავრესი როლი აკისრია იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მდგრადი განვითრების მიზნების მისაღწევად.
გრუნის სტუდენტები აქტიურად მონაწილებდნენ სხვადასხვა სემინარის დაგეგმვასა და მომზადებაში, გამოცდილებას უზიარებდნენ უცხოელ ახალგაზრდებს და წარმოაჩენდნენ საკუთარი ქვეყანის კულტურას.
Erasmus+ “-ის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა საქართველოს, სომხეთის, ლიეტუვისა და პოლონეთის 30 ახალგაზრდა.
პროექტი - „YES! Youth-Engage-Sustain “, განხორციელდა ევროკავშირის სრული დაფინანსებით.