ნინო ჭაღიაშვილი - მადლობა მხარდაჭერისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინო ჭაღიაშვილი - მადლობა მხარდაჭერისთვის

ნინო ჭაღიაშვილი - გრიგოლ რობაქიძის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის - სამედიცინო ექოსისტემა პინეოს შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

 

დიდი პატივია ვიყო გულის უკმარისობის დიპლომისშემდგომი კურსის (PCHF) სტიპენდიანტი. ეს შესაძლებლობა მომცა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, განსაკუთრებული მადლობა მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.

 

კურსი მოიცავდა ინტერაქტიულ სესიებს, სემინარებს, შემთხვევების განხილვასა და პაციენტების მდგომარეობის ადგილზე შესწავლას. მე მქონდა დიდი ბედნიერება უშუალოდ მიმეღო მონაწილეობა დისკუსიაში, ქეისების გარჩევაში, რომელშიც გულის უკმარისობის წამყვანი სპეციალისტები იყვნენ ჩართული.

 

მეორე სესიაზე წარვადგინე შემთხვევა - „ფატალური შემთხვევა“, რომელმაც დადებითი რეზონანსი გამოიწვია.

 

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი გრუნის ამ გამოცდილებისათვის.

 

სერტიფიკატები: Module 1 How to Approach Heart FailureModule 2 HFpEF and Cardiomyopathies.

პრეზენტაცია