კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია უნივერსიტეტში


2024 წლის 24 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში, ჩატარდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელმაც განიხილა აკადემიის პრეზიდენტის, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას მოხსენება „საქართველოში კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და რეკომენდაციები“ დაისვა საკითხები :

  • კრიმინოლოგიის თეორიის პრაქტიკასთან დაახლოების შესახებ;
  • საჯარო სამსახურში დანაშაულობის პრობლემებზე მომუშავე მოსამსახურეებისათვის კრიმინოლოგიის სპეციალობის არსებობის აუცილებლობის შესახებ;
  • საუნივერსიტეტო სივრცეში კრიმინოლოგიის სპეციალობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ჩამოყალიბების შესახებ;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურის ფუნქციონირებაზე კონცეფციის რეალიზაციის შესახებ;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით მრგვალი მაგიდის „ადამიანის მიკრობიომის გავლენა დანაშაულებრივ ქცევაზე“ ჩატარების შესახებ;
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის „ორგანიზებული დანაშაულობის თანამედროვე გამოწვევები“ 2025 წელს ჩატარების შესახებ;

 

საკითხების ირგვლივ აზრი გამოთქვეს: საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებმა: მინდია უგრეხელიძემ, თამაზ შილაკაძემ, რამაზ გახოკიძემ, გიორგი კვესიტაძემ; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

 

აკადემიის დამფუძნებელმა-პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ გადასცა აკადემიის საპატიო წევრის - საპატიოს აკადემიკოსის დიპლომი ბატონ გივი მიქანაძეს, ხოლო აკადემიის საპატიო მეგობრის სტატუსის დამადასტურებელი დიპლომი - აკადემიკოს რამაზ გახოკიძეს .

 

უნივერსიტეტის სტუმრები მათ შორის საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალ - ლეიტენანტი ანზორ ჩუბინიძე შეხვდნენ უნივერსიტეტის პედაგოგიურ კოლექტივს, დაათვალიერეს და გაეცნენ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სამეცნიერო ცენტრებსა და ლაბორატორიებს.