გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი განაგრძობს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მხარდაჭერას უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით.
2024 წლის 22-25 ივლისს მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილე, ილონა ბიტაროვა, მონაწილეობდა სამედიცინო განათლების ევროპული საბჭოს მიერ აკრედიტებულ 4-დღიან სწავლებაში „VOSCE (ვირტუალური OSCE) - ციფრული ინსტრუმენტი მედიცინის სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის ობიექტურად სტრუქტურირებული შეფასებისათვის”, რომელიც ორგანიზებული იყო პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ.
ილონა ბიტაროვამ გაიარა სასერტიფიკატო ტესტირება და მიიღო სერტიფიკატი 17 ევროპული კრედიტით.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI