გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საბროკერო კომპანია “Traders’ Hub“-თან პარტნიორობით, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში პირველი სტუდენტური საინვესტიციო ფონდი გაიხსნა.
აღნიშნული ინიციატივა GRUNI-ს სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ივაჭრონ ნიუ-იორკის (NYSE) საფონდო ბირჟაზე არა სიმულაციურ, არამედ რეალურ რეჟიმში, ნამდვილი ანგარიშებით და ნამდვილ დროში.
ყოველკვარტალური ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. მიღებული მოგება კი ქველმოქმედებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი ბრიტანულ-ქართული გამოცდილების ნაზავია და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პრაქტიკას გაუზიარებს ქართველ ახალგაზრდებს.
პროექტში ჩართვის შესაძლებლობა სტუდენტების გარდა ექნებათ სკოლის მოსწავლეებსაც და სხვა დაინტერესებულ პირებსაც.
პროექტის ინიციატორები არიან: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია და ტრეიდერთა ჰაბის დამფუძნებელი, გრუნის პროფესორი რატი ქირია.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI