პროფესიული განვითარების სემინარი თემაზე: პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესიული განვითარების სემინარი თემაზე: პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტები


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გრძელდება პერსონალის პროფესიული განვითარების ფარგლებში დაგეგმილი სწავლების ციკლი.

 

2024 წლის 4 ივლისს გაიმართა რიგით მეშვიდე სემინარი თემაზე: პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტები, რომელსაც უძღვებოდა ნიკა ასვანუა - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

 

პროფესორმა სემინარის მონაწილეებთან ისაუბრა პერსონალური მონაცემების არსის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებების შესახებ.

 

შეის დროს პრაქტიკული მაგალითების დამოწმებით განიხილეს განსხვავება პერსონალურ მონაცემებსა და საჯარო ინფორმაციას შორის, ასევე, გაიმართა დისკუსია მონაწილეთა მიერ დასმული საინტერესო საკითხების შესახებ.

 

სემინარის მუშაობაში ონლაინფორმატით მონაწილეობდა ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალი, სულ, 30-მდე დოქტორანტი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.