გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონი ბათუმის წარმომადგენლობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონი ბათუმის წარმომადგენლობაში


17 ივნისს გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში ჩატარდა გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლების გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. დასწრება წარმომადგენლობის ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს შეეძლო. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ორგანიზაციის და ახალგაზრდული ლეგიონის უსასყიდლო სასწავლო კურსების შესახებ.

 

ა(ა)იპ "გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი არის დამოუკიდებელი, მოხალისეობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც 2013 წლიდან არსებობს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია საზოგადოების სამხედრო საქმით დაინტერესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი მოქალაქეების აღზრდა, თავდაცვის ძალების პოპულარიზება და ამ სტუქტურაში მოტივირებული კადრების მიზიდვა.

 

ამ მიზნისთვის მაზნიაშვილის ლეგიონი ატარებს სამხედრო და სალაშქრო მომზადების საბაზისო კურსებს, სადაც ნებისმიერ მსურველს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია სამხედრო და სალაშქრო საქმის შესწავლა.

 

ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან, ამ თანამშრომლობის პერიოდში მრავალი ერთობლივი ღონისძიება და აქტივობა ჩატარდა სამინისტროს ჩართულობითა და დახმარებით.