საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - მერაბ ტურავა ბათუმის წარმომადგენლობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - მერაბ ტურავა ბათუმის წარმომადგენლობაში


2024 წლის 21 ივლისს მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში, პროფესორმა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წინაშე წარადგინა მოხსენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა და ბოლოდროინდელი საკონსტიტუციო სარჩელების გადაწყვეტილებების შესახებ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი, მისი მოადგილე გულო თურმანიძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი ხაზალია, საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს უფროსი გიორგი ლომთაძე, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 

სემინარი საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე აუდიტორიისთვის, მოხსენების ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დაისვა შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

 

პროფესორმა მერაბ ტურავამ სტუდენტები მიიწვია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.