გერმანულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - DIZZW №84/2024, გამოქვეყნდა გრუნის ასოცირებული პროფესორის- გოჩა ოჩიგავას, სამეცნიერო სტატია - „მალტა - სამართლებრივ ჭრილში (მალტა, როგორც კარგი მაგალითი საქართველოსთვის)“.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს მალტის კონსტიტუციურ საფუძვლებზე და ევროკავშირის ამ ყველაზე პატარა ქვეყნის მმართველობის ფორმებზე. სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მალტისა და საქართველოს საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობის ფორმებს. ავტორი, ასევე, საუბრობს საქართველოს ევროინტეგრაციის, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ევროპული სამართლის სწავლების, ამ მიმართულებით სპეციალური სასწავლო კურსების, ტრენინგების ჩატარების, ახალი კავშირების დამყარების მნიშვნელობის შესახებ და მოჰყავს გრუნის წარმატებული მაგალითი.
სტატიის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: