ქართული კინომუსიკის საღამო გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ქართული კინომუსიკის საღამო გრუნიში


სტუდენტების პიროვნული თუ შემოქმედებითი უნარების განვითარება, მათი შესაძლებლობების რეალიზების მხარდაჭერა გრუნის პრიორიტეტია. ამ მიზნით, სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრი მუდმივად სთავაზობს ახალგაზრდებს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამებს განსახორციელებლად.

 

2024 წლის 15 ივლისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა ქართული კინომუსიკის საღამო. უნივერსიტეტის სტუდენტები ამ დღისათვის საგანგებოდ მოემზადნენ და მოწვეული სტუმრების წინაშე უკვდავი ქართული კინოფილმებდან მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს.

 

 სტუდენტების შემოქმედებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

საღამოს ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, მამუკა თავხელიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

სტუმრებს შორის იყო ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, რომელმაც სტუდენტებთან ერთად შეასრულა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის, სტუდენტური ჰიმნი, რომლის ავტორიც თავად გახლავთ.