მდგრადი განვითარება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მდგრადი განვითარება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განაგრძობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის განხორციელებას.

 

2024 წლის 4 ივლისს ბიზნესისა და მართვის სკოლამ ჩაატარა ტრენინგი: „მდგრადი განვითარება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის, ზესტაფონის, ქუთაისის, საჩხერის, თერჯოლის, ჭიათურის, ჩხოროწყუს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორები.

 

ტრენინგკურსს უძღვებოდა გრუნის ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, ევროპის მეცნიერთა და ტექნოლოგთა ასოციაციის (COST) ექსპერტი გიგა თვაური.

 

სასერტიფიკატო კურსი მიზნად ისახავდა საჯარო სკოლებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას, ცნობიერების ამაღლებასა და იმ პრობლემების წარმოჩენას, რომელთა მოგვარებაც საზოგადოების თითოეული წევრის, მათ შორის, მოზარდი თაობის საზრუნავია. თვალსაჩინოებისათვის ექსპერტმა საინტერესო ანალიტიკური მასალა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაეროს მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.