2024 წლის 27 ივნისს, გრუნის პარტნიორი ორგანიზაციის - სამართლის მეცნიერთა კავშირის, ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა - სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების ჭრილში."
მომხსენებლები: ნიკ რობინსონი, არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (აშშ) და კახა წიქარიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.
აღნიშნული თემა იყო აკადემიურ სივრცეში ამ საკითხის ვრცლად განხილვის პირველი მცდელობა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი იურისტები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
შეხვედრა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებებისა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან შედარებითი ანალიზის კონტექსტს ატარებდა. გრუნის მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.