სტუდენტის ნაშრომების წარდგენა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტის ნაშრომების წარდგენა


2024 წლის 11 ივნისს უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისადმი მიძღვნილი ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-17 ნომრის მე-2 დამატებისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის წარდგენა.

 

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-17 ნომრის მე-2 დამატებაში დაიბეჭდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები, რომელიც მიეძღვნა თემას - თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტის ეთიკის კონტექსტში. კონფერენცია ჩატარდა 2023 წლის 22 დეკემბერს სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, პროფესორ გელა ბანძელაძის სახელობის „პროფესიული ეთიკის ცენტრის“ ორგანიზებით და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსი შემუშავდა სტუდენტთა ინიციატივით, საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში. კოდექსი ქართულ და ინგლისურ ენებზეა და ემყარება თანასწორობის, სამართლიანობის, გამჭირვალეობის, ურთიერთპატივისცემის, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის, აკადემიურ თავისუფლებისა და კეთილსინდისიერების, არჩევითობის პრინციპებს.

 

წარდგენაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის ყველა სკოლისა და საფეხურის სტუდენტებმა.

 

წარდგენაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, მამუკა თავხელიძე;

 

სიტყვით გამოვიდნენ:

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თეიმურაზ ფაჩულია;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მარინე შაქარაშვილი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, პროექტის მონაწილე სანდრო გაგიშვილი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, პროექტის მონაწილე თამაზ მარიამული;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, პროექტის მონაწილე სალომე მეურმიშვილი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, დიპლომირებული მედიკოსების ფაკულტეტის სტუდენტი იოგინეე სანდიფ იადავი (Yoginee Sandip Yadav)
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, პროექტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ნაჭყებია.
  • პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 

პროექტში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

წარდგენის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა კოდექსის მიღება/დეკლარირება ხელმოწერებით დაადასტურეს.