4 ივნისს, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისათვის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა დარგის სპეციალისტის, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანიის - “travelfy“, დამფუძნებლის - გიორგი მელიქიშვილის, საჯარო ლექცია.
ლექციის ძირითადი თემები იყო, გამოწვევები თანამედროვე ტურიზმში და ტურიზმი პანდემიის დროს. გიორგი მელიქიშვილმა, როგორც გამოცდილმა დარგის სპეციალისტმა და ტურიზმის ექსპერტმა, სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და მისცა რჩევები, როგორ უნდა დაიმკვიდრონ თავი ბაზარზე.
შეხვედრა გაიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, რომლის დასრულების შემდეგ კომპანია “travelfy“ - სა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც გრუნის სტუდენტები ითანამშრომლებენ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და წარმატებულ ტურისტულ კომპანიასთან. მემორანდუმს ხელი მოაწერა “travelfy“ - ს დამფუძნებელმა გიორგი მელიქიშვილმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა - ვახტან ჭარაიამ.
გრუნის სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის დარგის სპეციალისტს - გიორგი მელიქიშვილს, თანამშრომლობისათვის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის.
სემესტრის დასრულებამდე სტუდენტური თვითმმართველობა შეეცდება, საჯარო ლექციების ციკლი ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართოს.