გრუნის აკადემიური პერსონალი - საერთაშორისო საგამომცემლო პლატფორმაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის აკადემიური პერსონალი - საერთაშორისო საგამომცემლო პლატფორმაზე

საერთაშორისო გამომცემლობაში - TalTech Journal of European Studies, დაიბეჭდა ორი ახალი სამეცნიერო სტატია.

 

ერთი სტატია - „სამეწარმეო წახალისება საქართველოსა და პორტუგალიის უნივერსიტეტების სტუდენტებში“, ეხება მეწარმეთა ახალი თაობების ჩამოყალიბების მნიშვნელობას, მაღალი ღირებულებების მქონე ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას, ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას. უცხოელ კოლეგებთან ერთად, სტატიის თანაავტორები არიან გრუნის პროფესორები: ვახტანგ ჭარაია, თენგიზ თაქთაქიშვილი.

 

მეორე სტატია - „აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და რუსული მიგრაციის გავლენის შეფასება საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაზე და გზა ევროპული ინტეგრაციისაკენ“, კი ეხება საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტისა და რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის ფონზე, პოლიტიკური რეალობის გავლენას საქართველოს ტურისტულ სექტორზე და სხვ. ნაშრომის ავტორები არიან გრუნის პროფესორები: ლამარა ქადაგიძე და მაკა ფირანიშვილი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

https://sciendo.com/article/10.2478/bjes-2024-0005

https://sciendo.com/article/10.2478/bjes-2024-0006