გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების სტუდენტები - ზუკა კირკიტაძე, აისელ აჯალიევა, ელიზავეტა კვატაშიძე და მათი ლექტორი თათია ხაჩიძე, გრუნის ფინანსური მხარდაჭერით, სეულის (კორეა) საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენცია - “The Liver Week 2024”, ღვიძლის დაავადებების საკითხს განიხილავს. გრუნის სტუდენტებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი კვლევები განახორციელეს ამ მიმართულებით და მოიპოვეს კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის უფლება. ინფორმაციას ჩვენი სტუდენტების კვლევის შედეგების შესახებ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები მოისმენენ.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს, გაიღრმაონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება, ითანამშრომლონ უცხოელ მკვლევრებთან და შეიძინონ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის პრაქტიკა.
ვულოცავთ გრუნის სტუდენტებს ამ შესაძლებლობას და ველით მნიშვნელოვან გამოხმაურებას კონფერენციიდან.