საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და გრუნის „დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართა მედიაციის საპილოტე, იმიტირებული პროცესი.
მედიაციის იმიტირებული პროცესი წარმოადგენს სასწავლო ხასიათის შეჯიბრს, რომელიც ეხმარება სტუდენტებს მედიაციის პრაქტიკული უნარების განვითარებაში, ახალი ხედვის, მენტალობის ჩამოყალიბებაში.
იმიტირებული პროცესი გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტში, რომელშიც თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების 20-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. პროცესს უძღვოდა სასწავლო - საგანმანათლებლო ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
იმიტირებული პროცესის ბოლოს, საუკეთესო მედიატორად დასახელდა სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი - მარიამ ნიშნიანიძე. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
სამომავლოდ იგეგმება სტუდენტური პროექტის ყოველწლიურად გამართვა, მთელი საქართველოს მასშტაბით.