გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი - ლიზი გარსევანიშვილი (სამართლის სკოლა) და გიორგი ლუხავა (საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა), გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთის ქალაქ ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.
ისინი 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრში ისწავლიან საფრანგეთში და სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიიღებენ დამადასტურებელ სერტიფიკატს, ხოლო მიღებული კრედიტები, ხელშეკრულების თანახმად, აღიარებული იქნება მშობლიური უნივერსიტეტის მიერ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI