გრუნის პროფესორი - ევროპის სამედიცინო კონგრესის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორი - ევროპის სამედიცინო კონგრესის მონაწილე


გრუნის მედიცინის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლიანა სირაძე, მონაწილეობდა ევროპის ნივთიერებათა ცვლის შემსწავლელი ასოციაციის კონგრესის მუშაობაში.

 

კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის მიიწვიეს როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი გრაფიკული აბსტრაქტი განხილებოდა კონგრესის მსვლელობის დროს, ანალიტიკური კვლევის თეზისი კი დაიბეჭდა კონგრესის სამეცნიერო გამოცემაში.

 

ლიანა სირაძეს გადაეცა ევროკავშირის პროფესიული განვითარების სერტიფიკარტი უმაღლესი, 21, კრედიტქულით.

 

კონგრესზე ლიანა სირაძეს ჰქონდა გაცნობითი შეხვედრა ჯანმოს წარმომადგენელთან, განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.

 

ივნისში, ჯანმოსთან თანამშრომლობითა და გრუნის მედიცინის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელობით, სრულიად საქართველოს მასშტაბით, გაიმართება პროფესიული განვითარების ტრენინგი პედიატრებისა და ოჯახის ექიმებისათვის.

 

 დაგეგმილი ღონისძიება საშუალებას იძლევა განვითარდეს ჯანმოსა და ცენტრის შემდგომი თანამშრომლობა.