2024 წლის 15-23 მაისს, გონიოში, გრუნის პარტნიორი ორგანიზაცია - „ქართველი ახალგაზრდების განვითარების ასოციაციის“ მხარდაჭერით, განხორციელდა ევროკავშირის პროექტი “If a tree falls”.
პროექტი მიზნად ისახავდა ეკოლოგიური გარემოს დაცვით საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და ეკოლოგიური პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაცვლას.
„Erasmus+ “-ის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში გრუნის საჯარო მმართველობისა და პილიტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ტარიელ ახსიაშვილი მონაწილეობდა.
8 დღის განმავლობაში სტუდენტები აქტიურად მონაწილებდნენ სხვადასხვა სემინარის დაგეგმვასა და მომზადებაში, გამოცდილებას უზიარებდნენ უცხოელ ახალგაზრდებს და ასევე, წარმოაჩენდნენ საკუთარი ქვეყანის კულტურას. მათ მოხალისებრივი მიზნით დაალაგეს გონიოს სანაპირო და გამართეს ლაშქრობა გონიოს ჯვარზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობდა 35 ახალგაზრდა საქართველოდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, სომხეთიდან, ლიტვიიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან.
პროექტი „If a tree falls “ სრულად დაფინანსდა „Erasmus+”-ის მიერ.