2024 წლის 17 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრობდა თურქეთის, ტრაპიზონის, ექიმთა დელეგაცია:
მეჰმეთ იუჩიუნჯიოღლის - ტრაპიზონის სავაჭრო პალატის ჯანდაცვის კომისიის პრეზიდენტი;
ჰაკან უსტას - ჯანდაცვის რეგიონული დირექტორი, პროფესორი;
იბრაჰიმ პოლტის - KTU Farabi Hospital - დირექტორი;
იავუზ ჩაქიროღლუს - აჰიევრენის კვლევითი საავადმყოფოს მთავარი ექიმი, დოქტორი;
იილმაზ ბულბიულის - აჰიევრენის კვლევითი საავადმყოფოს მთავარი ექიმი, პროფესორი;
სელამ კარაბულუთის - თურქეთის სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული TR Healing-ის სამედიცინო ტურიზმის გამგეობის თავმჯდომარე, შემადგენლობით.
გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, თურქ ექიმებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის, გააცნო უნივერსიტეტი, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო-სამედიცინო ლაბორატორიები და კლინიკები, მატერიალური-ტექნიკური ბაზა, მათთან ერთად განიხილა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები: სტუდენტთა სტაჟირების, გაცვლითი პროგრამების, გრუნის კლინიკაში თურქ ექიმთა მოწვევის შესახებ და სხვა.
დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს რექტორს თბილი მიღებისა და საინტერესო წინადადებებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI