გრუნის პროფესორის საერთაშორისო წარმატება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორის საერთაშორისო წარმატება

2024 წლის 16-17 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის მიმართულების პროფესორმა, ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პაატა კერვალიშვილმა მონაწილეობა მიიღო წყლის მესამე საერთაშორისო ფორუმში, რომელიც გაიმართა საბერძნეთის ქალაქ ათენში.

 

პროფესორი კერვალიშვილი ფორუმზე გამოვიდა პლენარული მოხსენებით „წყალი - კვანტური პროცესების ბინა“ („Water - the Home of Quantum Processes“), სადაც პირველად, სისტემურად, განიხილა სპინური და ბირთვული ეფექტები წყალში და მათი განმსაზღვრელი გავლენა ბიოქიმიური რეაქციების მიმდინარეობაზე ცოცხალ ორგანიზმებში.

 

მოხსენებას დიდი გამოხმურება მოჰყვა მედიასა და ბიოსამედიცინო წრეებში, განსაკუთრებით ბირთვული მედიცინისა და კარდიოთერაპიის დარგებში მოღვაწე მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის. დაისახა ერთობლივი საქმიანობის შესაძლებლობები ბერძენ, ფრანგ და ამერიკელ კოლეგებთან, ასევე, საერთაშორისო პროექტების განხორციელების გეგმები.

 

პროფესორ კერვალიშვილის მოხსენების საპრეზენტაციო მასალა.