28 მაისს გრუნისა და PMI თბილისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის მიზანს პროექტების მართვის მთავარ საკომუნიკაციო პლატფორმად ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში პროექტის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, პროფესიის შესახებ ცნობადობისა და აღიარების ზრდასა და ღირებულებების წარმოჩენას პრაქტიკოსი პროექტის მენეჯერებისა და ორგანიზაციებისათვის.
თანამშრომლობის მიზანს ერთობლივი პროექტების განხორციელება, სტუდენტების პრაქტიკით უზრუნველყოფა და სხვა საინტერესო ასპექტები შეადგენს.
PMI თბილისის შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ სოციალურ მედიასა და ვებგვერდზე:
https://www.facebook.com/pmitbilisigeorgiachapter
https://www.linkedin.com/company/18413419/admin/feed/posts/
https://www.pmige.org/about-us
https://www.pmi.org/