დარგის სპეციალისტის ლექცია ბათუმის წარმომადგენლობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დარგის სპეციალისტის ლექცია ბათუმის წარმომადგენლობაში


2024 წლის 27 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა ტურისტული კომპანია „TRAVEL GURU“-ს ხელმძღვანელმა - ზურაბ ყარაბუღაშვილმა.

 

დარგის სპეციალისტთან შეხვედრა დაიგეგმა დისციპლინის - ტუროპერეიტინგი, სილაბუსით გათვალისწინებული აქტივობის ფარგლებში და ორგანიზებული იყო ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის, ასოცირებული პროფესორის- მაკა ფირანაშვილისა და ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის - გუგული თურმანიძის მიერ.

 

„TRAVEL GURU“ არის წამყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც 3 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ის სთავაზობს მომხმარებლებს ტურისტულ პაკეტებს, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს ავიაბილეთების შეძენას, სასტუმროების დაჯავშნას, ტრანსპორტირებას, ექსკურსიებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, კრუიზებსა და სავიზო მომსახურებას.

 

ზურაბ ყარაბუღაშვილი არის გრუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის თბილისის კურსდამთავრებული. ამგვარი შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულების აკადემიურ და პერსონალურ განვითარებას, ასევე, მათთან უწყვეტი და მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას.

 

შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე, რომელმაც კითხვები დაუსვა მოწვეულ სტუმარს. სტუდენტებისთვის საინტერესო იყო დარგის სპეციალისტის გამოცდილების გაზიარება ტურისტული კომპანიის მართვის და ტუროპერატორული საქმიანობის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.