სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი გრუნის სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
2024 წლის 13 თებერვლიდან 29 თებერვლამდე, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში გაიმართა ყოველწლიური სტუდენტური პროექტი „ზამთრის უნივერსიადა-2024“.
უნივერსიადის სხვადასხვა სახეობაში: თოვლის რაგბი, თოვლის ფრენბურთი, თოვლის ხელბურთი, გიგანტური სლალომი (თხილამურები და სნოუბორდი), მონაწილეობდნენ ფედერაციის წევრი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტური ნაკრები გუნდები, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები.
ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის მიმართულების სტუდენტი ბექა ბერძენიშვილი, გამორჩეული იყო გიგანტურ სლალომში და მიღწეული შედეგებით პირველი ადგილი მოიპოვა.
ბექა საერთაშორისო დონის შეჯიბრებებშიც წარმატებით ასპარეზობს.
უნივერსიტეტი ულოცავს ბექა ბერძენიშვილს გამარჯვებას!