საჯარო ლექცია - ოპტიკური ილუზიის სათამაშოები კინომდე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია - ოპტიკური ილუზიის სათამაშოები კინომდე


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივით, ჩატარდა საჯარო ლექცია “ოპტიკური ილუზიის სათამაშოები კინომდე”. ლექციას უძღვებოდა კინომცოდე და ლიტერატურათმცოდნე - ლევან გელაშვილი, რომელმაც სტუდენტებს უამბო კინოს ისტორიისა და კინოგანათლების შესახებ, ასევე, მოძრავი გამოსახულებების სახეების შექმნასა და ოპტიკური ილუზიის სათამაშოების გავლენაზე კინოს განვითარებაში.

 

 ლექციას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ისე თანამშრომლები. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ და შეეფასებინათ მოძრავი გამოსახულებები, რომლებიც წინ უსწრებდა თანამედროვე კინოს განვითარებას.

 

ლექციის ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ კინოს განვითარების პროცესების შესახებ.

 

ღონისძიების დასასრულს სტუმარმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მისი ავტორობით გამოცემული წიგნი “საქართველოს კინოთეატრები”.