საერთაშორისო კონფერენცია „თავდაცვის სტრატეგიები ადამიანის ადრეულ ევოლუციაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო კონფერენცია „თავდაცვის სტრატეგიები ადამიანის ადრეულ ევოლუციაში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჯიმ კორბეტის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, 2023 წლის 23 ივნისს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „თავდაცვის სტრატეგიები ადამიანის ადრეულ ევოლუციაში".

 

ეს იყო პირველი კონფერენცია მსოფლიოში, რომელიც ამ მეტად მნიშვნელოვანი თემის განხილვას მიეძღვნა.

 

კონფერენცია ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველმა, ამერიკელმა, ინგლისელმა, კანადელმა, ბრაზილიელმა, ავსტრალიელმა, შვეიცარიელმა, ჰოლანდიელმა, პოლონელმა, ინდოელმა, მაურიტანიელმა, გერმანელმა მეცნიერებმა და ექსპერტებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ევოლუციური ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის, მუსიკოლოგიის, პალეოანთროპოლოგიის, პოპულაციური ეკოლოგიის, ბეჰავიორული ეკოლოგიის, პრიმატოლოგიის, ზოოლოგიის დარგებიდან.

 

კონფერენციის ოთხივე დღის ჩანაწერი:

პირველი დღე (23.06.23): https://youtu.be/qnKS1E8Jbpw

მეორე დღე (24.06.23): https://youtu.be/rodUehq3fNg

მესამე დღე (25.06.23): https://youtu.be/EtywlTDG2Vg

მეოთხე დღე (26.06.23 ): https://youtu.be/uLe2aS95pdE