კონფერენცია ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განხილვას მიეძღვნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონფერენცია ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განხილვას მიეძღვნა


გრუნის პარტნიორი ორგანიზაციის - უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის, ორგანიზებით, 2024 წლის 4 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ გრუნის ასოცირებული პროფესორები: ამირან მოსულიშვილი და გოჩა ოჩიგავა. კონფერენციის ძირითადი თემა იყო: „ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები, მექანიზმები და ამ სფეროში არსებული ძირითადი გამოწვევები”.

 

კონფერენციაზე ცნობილმა მკვლევრებმა, ამ სფეროს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსმა იურისტებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: „1993 – 1998 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართალდაცვის ორგანიზაციის რეფორმების სამთავრობო კომისიის საქმიანობა“, „საქართველოს მიერ წარმოებული საერთაშორისო დავების მნიშვნელობა და საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული სამართალწარმოების პრაქტიკა“, „ნარკოდანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების აქტუალური საკითხები“, „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის სწავლების პრაქტიკა და ანალიზი“ და სხვ.