ინტელექტუალური თამაში - “რა? სად? როდის?”, გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინტელექტუალური თამაში - “რა? სად? როდის?”, გრუნიში


31 მარტს, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?”

 

თამაშში მონაწილეობდნენ გრუნის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, თამაშს უძღვებოდა ინტელექტუალური თამაშების მეორე ლიგის მოთამაშე - ანდრო სერგია. 

 

რუბრიკაში - “სტუმრის კითხვა”, გრუნის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძეც ჩაერთო და მოაზროვნე სტუდენტებს შეკითხვა დაუსვა.

 

გამარჯვებული გუნდი ფინალში ბათუმის წარმომადგენლობის გუნდს შეხვდება. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ, სპონსორებმა გამორჩეულ მოაზროვნე სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, გამარჯვებულ გუნდს კი - გრუნის თასი.

 

გამარჯვება მოიპოვა სტომატოლოგიის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტის - რუსუდან შეყლაშვილის, გუნდმა.

 

სპონსორები: “თბილისის ბალნეოლოგიური სპა”, სასტუმრო - “რეზიდენს პლაზა თბილისი”, ტანსაცმლის მაღაზია - “მელოგრანო”, სილამაზის სალონი - “კონტრასტი”, სილამაზის სალონი - “სოლე”, სილამაზის სალონი “N style”.