გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები პროფესორ ნიკო კვარაცხელიასა და ასოცირებულ პროფესორ მაია მელაძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ ტურისტულ კომპანია WST-საქართველოს (https://www.wst.ge/).
კომპანია, 10-წლიანი გამოცდილებით, სთავაზობს საქართველოს მომხმარებელს განსაკუთრებული დონის ტურისტულ მომსახურებასა და დახმარებას, საუკეთესო ფასად უზრუნველყოფს მოსახლეობას ტურებით, ექსკურსიებითა და ტურისტული პაკეტებით საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. .
საქართველოში მოგზაურთა არჩევანის მიხედვით, WST-ი 2022 წელს Georgia Tripadvisor-ის მიერ დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ტურისტული კომპანია.
კომპანია ტურისტებს სთავაზობს თბილისის მიმოხილვით ტურებს.
გასვლით პრაქტიკულ მეცადინეობაზე სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსით 1.5 საათის განმავლობაში დაეთვალიერებინათ თბილისი და შეეფასებინათ კომპანიის მომსახურება.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა კომპანიის დირექტორმა - გერმანე ჭელიძემ, რომელმაც ახალგაზრდებს სტაჟირება და დასაქმება შესთავაზა.