2024 წლის 30 მარტს „ისრაელის სახლის" ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში", გაიმართა სოლიდარობის საღამო, რომელზეც ისრაელის მხარემ მადლობა გადაუხადა და აღიარების სერტიფიკატით დააჯილდოვა ის ქართული ორგანიზაციები, რომელთაც ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ღონიძიებაზე აღიარების სერტიფიკატით დააჯილდოვეს იმ განსაკუთრებული წვლილის გამო, რაც 2019 წლიდან გრუნის ორმხრივ ურთიერთობებში შეაქვს ჰოლოკოსტისა და ანტისემიტიზმის ისტორიის სწავლებით.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტში „ჰოლოკოსტის ისტორიის" სასწავლო კურსის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ნონა ჭანტურია, რომელიც სტუდენტებთან ერთად მიწვეული იყო სოლიდარობის საღამოზე.