საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, 2024 წლის მარტი - ივნისის პერიოდში თბილისში მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სტუდენტების მიერ, მოხალისეობრივ საწყისებზე, პროექტის/სოციალური კამპანიის განხორციელება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, 2024 წლის 29 მარტს გრუნის სტუდენტებს შეხვდა ახალგაზრდული ფესტივალის კოორდინატორი ეკატერინე ცვარიანი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ღონისძიება წარმოადგენს შესაძლებლობას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, შესთავაზონ ფართო საზოგადოებას ინოვაციური, სიკეთის მომტანი იდეები.
უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდს შესაძლებლობა ექნება, ფესტივალის ფარგლებში, შეიმუშაოს და განახორციელოს ამგვარი პროექტი.