გრუნი განაგრძობს თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან. 2024 წლის 22 თებერვალსა და 28 მარტს გაიმართა კვლევითი სემინარების - Paths to Publication-ის, მესამე ნაკადის მესამე და მეოთხე ლექცია.
მესამე ლექციის თემა იყო „მეცნიერული ლიტერატურის ძიება“, რომელსაც უძღვებოდნენ ტეხას ა&მ უნივერსიტეტის სწავლების, სწავლისა და კულტურის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები, დოქტორები - შონ ჰაჩინსი და ეშლინ კოგუტი. პროფესორებმა ლექციაზე განიხილეს ლიტერატურის ძიების ეფექტური დაგეგმვისა და სტრუქტურირების ტექნიკა, ლიტერატურის ძიების პრაქტიკული გამოცდილება აკადემიური მონაცემთა ბაზების გამოყენებით, მონაცემთა ბაზის ძიების შედარება სხვა ხშირად გამოყენებულ მეთოდებთან, როგორებიცაა Google Scholar და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები და სხვა.
მეოთხე ლექციას უძღვებოდა კინეზიოლოგიისა და სპორტის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ნეირომუსკულური კოორდინაციის ლაბორატორიის დირექტორი, დოქტორი დეანა კენედი. დოქტორმა კენედიმ აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება და რჩევები საკუთარი თავის პოზიციონირებაზე აკადემიური აღიარებისა და გამოქვეყნების წარმატების მისაღწევად.
პრაქტიკული დემონსტრაციების საშუალებით მონაწილეებმა მიიღეს ღირებული ცოდნა აკადემიური აღიარების მოპოვებასა და ლიტერატურის ძიების პროცესების ოპტიმიზაციის შესახებ, რომლებიც საჭიროა სამეცნიერო ნაშრომების წერის პროცესში.