ქართველი ახალგაზრდების განვითარების ასოციაცია-გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ქართველი ახალგაზრდების განვითარების ასოციაცია-გრუნის პარტნიორი


ქართველი ახალგაზრდების განვითარების ასოციაცია გრუნის პარტნიორი გახდა.

 

2024 წლის 27 მარტს, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ერთობლივი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, რესურსების (მათ შორის, ინტელექტუალური) გაზიარებას, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებასა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

ასოციაციას ამ მიმართულებით წარმატებული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

 

ხელმოწერის ცერემონიის შემდგომ, მხარეებმა ისაუბრეს ფორმალური და არაფორმალური განათლების შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაზღვრეს პრიორიტეტები.

 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დახმარებით, გრუნის სტუდენტები უკვე ჩართვნენ ევროკავშირის სამ სხვადასხვა პროექტში - ესპანეთსა და საქართველოში.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები: გიორგი მირიანაშვილი და გულიკო გალდავა, რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე. უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ, მადლობა გადაუხადა სტუმარს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

 

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გიდას დირექტორს კამპუსი, მულტიმედიაცენტრი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია, დაათვალიერებინეს.