ვენეციის საერთაშორისო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვენეციის საერთაშორისო კონფერენცია


2024 წლის 18-20 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი, ნინო ცხოვრებაშვილი, მონაწილეობდა ვენეციაში გამართულ მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენციაში.

 

აღნიშნული კონფერენცია International Marketing Trends Conference (IMTC) ყოველწლიურად იმართება ვენეციასა და/ან პარიზში. მისი მიზანია, გააერთიანოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესორ-მასწავლებელი, სტუდენტი და პრაქტიკოსი და მისცეს მათ მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების შექმნის შესაძლებლობა მარკეტინგის სფეროში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია:

  • მარკეტინგის ფრანგული ასოციაცია l’Association Française du Marketing (AFM);
  • მარკეტინგის ესპანური ასოციაცია The Spanish Association of Academic and

Professional Marketing (AEMARK);

  • მარკეტინგის იტალიური ასოციაცია La Società Italiana Marketing;

 

კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების სია მრავლფეროვანია: საფრანგეთი, ბელგია, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, კანადა და სხვა. როგორც კონფერენციის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, ეს საქართველოდან მონაწილეობის პირველი შემთხვევა იყო და შესაბამისად, საშუალება მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე საზოგადოებას გაეცნო არა მხოლოდ ახალი მონაწილე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი, არამედ ქვეყნის ისტორია, კულტურა და თანამედროვე ქართული ბრენდები.

აღნიშნულ კონფერენციაზე, რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორმა წარადგინა მოხსენება „ XII საუკუნის პერსონაჟების გაცოცხლება XXI საუკუნის ქართულ ბრენდებში“ აღნიშნულ პოსტერში წარმოდგენილი იყო „ ვეფხისტყაოსანის“ გაცოცხლებული გმირები თანამედროვე ქართულ მინანქარში. ასევე, ვაზის და ღვინის კულტურა ქართულ ხელოვნებაში. მოწოდებული ინფორმაციიდან საერთაშორისო ჟიურის საშუალება ჰქონდა გასცნობოდა ჩვენის ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კულტურასა და ქართულ ბრენდებს. იმედია, დაწყებული თანამშრომლობა გაღრმავდება და გაძლიერდება მომდევნო წლებში.