2023 წლის 28 თებერვალს, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (აშშ) და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები 2024 წლის აგვისტოში სტუმრად ეწვევიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, ხოლო 2024 წლის ბოლოს ბიზნესისა და მართვის სკოლის წარმომადგენელი ესტუმრება მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
დაგეგმილია ერთობლივი კონფერენცია, გაცვლითი პროგრამები, სამეცნიერო-აკადემიური ღონისძიებები, ერთობლივი კვლევებისა და სტატიების გამოცემა და საგრანტო პროექტებში მონაწილეობა.
გრუნის სახელით მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სამეცნიერო -კვლევით საკითხებში რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, მარკეტინგისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი და გრუნის ასისტენტი ნინო საჩალელი.