გრუნის პროფესორების ახალი კვლევა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორების ახალი კვლევა

გერმანულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში DIZZW journal №73/2024 გამოქვეყნდა გრუნის ასოცირებული პროფესორის მაია მელაძისა და ამავე უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგნელობის ასოცირებული პროფეორის ნინო ხახუბიას ახალი ერთობლივი კვლევა - “ციფრული პროდუქციის გამოყენება საქართველოს ტურიზმის სექტორში (აჭარის რეგიონის მაგალითზე). ნაშრომი ეხება ციფრული ტექნოლოგიების, ციფრული ბიზნეს მოდელების როლს ქართულ ტურიზმში, თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვას ტურიზმის განვითარებაში. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ტურიზმის სხვადასხვა სფეროთი მოსარგებლე მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას.