გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის, საზოგადოებრივი სერვისების კოორდინატორისა და ახალგაზრდა დოქტორთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ. ტრენინგში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მონაწილეებს მიესალმა რექტორის მოადგილე გიორგი მირიანაშვილი, რომელმაც ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის შესრულების პროცესში საჯარო და კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ტრენინგი ჩაატარა პერსონალურ მონაცემთა ექსპერტმა სოფიო შამუგიამ. ტრენინგის ფარგლებში გამოყენებულ იქნა სწავლა-სწავლების ის მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტზე ცოდნის მარტივად და ხარისხიანად შეძენას.
მონაწილეებს, რომლებმაც ტრენინგი წარმატებით გაიარეს, ახალგაზრდა დოქტორთა კლუბის თავმჯდომარემ -ნინო ხარატმა, სერტიფიკატები გადასცა და წარმატება უსურვა.
საზოგადოებაში ტრენინგის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი და ახალგაზრდა დოქტორთა კლუბი აგრძელებენ საჯარო და კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერასა და ტრენინგების ჩატარებას.