უნივერსიტეტში ჩატარდა მეცნიერ-ხელმძღვანელების ფასილიტაციის სესია, რომელსაც გაუძღვა რექტორის მოადგილე სამეცნიერო საკითხებში, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია. სესიის მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით განხორციელებული პროექტების/აქტივობების სტატისტიკურ და შინაარსობრივ მონაცემებს, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება დოქტორანტებთან მუშაობის სტილის შესახებ - იმსჯელეს სადისერტაციო კვლევის მეთოდოლოგიური აპარატის ფორმირების, მეცნიერ-ხელმძღვანელის კვალიფიკაციისა და გამოქვეყნებული ნაშრომების ფორმატის მნიშვნელობის შესახებ. განიხილეს დოქტორანტურის სტანდარტის პროექტი
ფასილიტაციის სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროფესორები - მამუკა თავხელიძე, მერაბ ტურავა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვალერი ხრუსტალი, მიხეილ გოგატიშვილი, თამარ გამსახურდია, ოთარ გერზმავა.