სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება ღია ცის ქვეშ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება ღია ცის ქვეშ


შავი ზღვის კვლევების პოპულარიზაციის მიზნით, 20 სექტემბერს ბათუმში გაიმართა ფართომასშტაბიანი ღონისძიება „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“. მის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება ღია ცის ქვეშ.

 

ღონისძიების ფორმატით გათვალისწინებული იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ბულვარის მხარეს) კარვების განთავსება, სადაც მონაწილე ორგანიზაციები სხვადასხვა სახის სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობას წარადგენდნენ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის წარმომადგენლებმა, თენგიზ თაქთაქიშვილმა და გიგა თვაურმა წარადგინეს პრეზენტაციები ორ თემატიკაზე: ბიზნესსიმულაციების გამოყენება სასწავლო პროცესში და მდგრადი განვითარება/განახლებადი ენერგიები. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ბიზნეს თამაშის მიმართ და თავადაც მიიღეს მონაწილეობა ვირტუალური კაფეს მართვაში. ასევე, დაინტერესდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში არსებული მდგრადი განვითარების ცენტრის საქმიანობით, განხორციელებული პროექტებით და ზოგადად, მდგრადი განვითარების თემატიკით.