მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან გრუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან გრუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, განაგრძობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან (WEF). 2023 წელს განხორციელებული პირველი უპრეცედენტო კვლევისა - „Future of Jobs” და გამოქვეყნებული ანგარიშის შემდგომ, 2024 წელს უკვე მეორე ერთობლივი კვლევა - „The Global Risk Report“-ი, განხორციელდა.

 

კვლევაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ვახტანგ ჭარაია, მარიამ ლაშხი, თენგიზ თაქთაქიშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ოთარ ანგურიძე.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთადერთი პარტნიორი საქართველოში, ვისთან ერთადაც WEF-ი ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა, სწორედ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტია.

 

კვლევის დეტალების გასაცნობად გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს