გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა 2023 წლის შედეგები შეაჯამა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ისაუბრა იმ მიღწევებისა და უპრეცედენტო პროექტების შესახებ, რომლებიც მიმდინარე წელს განახორციელეს და მადლობა გადაუხადა კოლექტივს გაწეული შრომისათვის. რექტორმა აღინიშნა, რომ „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, სულ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო საქმიანობის, მისი სასწავლო, სამეცნიერო-ტექნიკური, ინტელექტუალური, განზომილებების გაძლიერების აუცილებლობა, რომელიც შესძენს სტუდენტებსა და მოზარდ თაობას ცოდნას ახალი ათასწლეულის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად და გაუღვივებს იმის შეგრძნებას, რომ ეკუთვნიან ერთიან ევროპულ სოციალურ - კულტურულ სივრცეს და იზიარებენ ერთიან ევროპულ ღირებულებებს“.
შეხვედრაზე რექტორის მოადგილემ სამეცნიერო - კვლევით სფეროში, ბიზნესისა და მართვის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ წარმოადგინა პრეზენტაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს კვლევების წახალისების, განათლების ხარისხის სრულყოფის, საერთაშორისო კავშირების გაღრმავებისა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს გასაძლიერებლად. წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სტუდენტური საინვესტიციო ფონდისა და მდგრადი განვითარების ცენტრის დაარსება, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობა, მოპოვებული სამეცნიერო გრანტები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გასაძლიერებლად ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან ერთად განხორციელებული პროექტები, სტუდენტთა უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება - Gruni Card-ი, და მრავალი სხვა.
2024 წელს გრუნი ახალი გეგმებითა და საინტერესო პროექტებით ხვდება.
ბიზნესისა და მართვის სკოლის ანგარიში იხილეთ აქ