საჯარო დისკუსია დაზარალებულის უფლებების შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო დისკუსია დაზარალებულის უფლებების შესახებ


მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლებისა და ა(ა)იპ „ Student Day-off"“-ის ორგანიზებით, სტუდენტებისათვის მოეწყო საჯარო დისკუსია თემაზე: „დაზარალებულის პროცესუალურ უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში“.

 

დისკუსია წარმართეს სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ამირან მოსულიშვილმა და ადვოკატმა სალომე მიქაუტაძემ.

 

საჯარო დისკუსიამ და განხილულმა საკითხებმა სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ყველა სტუდენტს მიეცა თავისი აზრის გამოხატვის საშუალება.