დარგის სპეციალისტის შეხვედრა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დარგის სპეციალისტის შეხვედრა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან


9 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს სტუმრობდა საქართველოს ნორდიული სიარულის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი ეკა აფციაური.

 

სტუდენტებთან შეხვედრაზე სპეციალისტმა ისაუბრა საფეხმავლო და სამედიცინო ტურიზმში ნორდიული სიარულის გამოყენების შესახებ. განხილული იქნა ნორდიული სიარულის ისტორია, ფედერაციის საქმიანობა და მისი მიმართულებები, სკანდიტურების ცნება და მისი უპირატესობები. სტუმარმა ჯოხების გამოყენებით სტუდენტებისთვის ჩაატარა საჩვენებელი მასტერკლასი ნორდიულ სიარულში.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს ნორდიული სიარულის ფედერაციას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

 

დარგის სპეციალისტთან შეხვედრებით სტუდენტები ეცნობიან ტურიზმის სფეროში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს.