2023 წლის 6 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო - კვლევითმა ინსტიტუტმა საზოგადოებას წარუდგინა ჟურნალის - ქართული ემიგრაცია - ახალი, მე-10 გამოცემა.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც შეიკრიბნენ: სარედაქციო კოლეგიის წევრები, მეცნიერები, გრუნის აკადემიური პერსონალი, პუბლიკაციების ავტორები, სტუდენტები. საპრეზენტაციო ღონისძიება იყო მეცნიერული კვლევისა და ძიების შედეგად მიღებული ქართული ემიგრაციის ისტორიის წარმოჩინების ერთგვარი დღესასწაული.
პრეზენტაციაზე ჟურნალის რედაქტორმა - ოთარ ჯანელიძემ, მოკლედ მიმოიხილა ემიგრაციის ისტორიული, სოციალური და კულტურული ასპექტები, ისაუბრა გამოცემის მომზადებისა და იმ სიახლეების შესახებ, რაც მე-10 ნომერში აისახა და მონაწილეებს სამომავლო გეგმებიც გააცნო.
ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტს კიდევ ერთი საინტერესო გამოცემის მომზადება მიულოცა გრუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ნინო შოშიტაშვილი და შემდგომი წარმატება უსურვა. თითოეულ მათგანს.
გამოცემაში მოცემული პუბლიკაციების შესახებ ისაუბრეს სარედაქციო კოლეგიის წევრებმა.
ჟურნალმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.